განვადება

თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ თქვენთვის სასურველი ტექნიკა განვადებით. ჩვენ გთავაზობთ განვადებით შესყიდვების გამარტივებულ და კომფორტულ სერვისს. ჩვენს მაღაზიაში შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი ბანკების განვადების მომსახურებით:\r\n


tbc

თიბისი ბანკის სწრაფი განვადების პირობებია:

თიბისი ბანკის სწრაფი განვადებით შეუძლიათ ისარგებლონ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც შეუსრულდათ 20 წელი, აქვთ სტაბილური შემოსავალი და მათი ყოველთვიური ხელფასი შეადგენს მინიმუმ 200 ლარს (100ლარი თიბისი ბანკის სახელფასო კლიენტებისთვის).
განვადებით შეძენილი ნივთის ღირებულება უნდა შეადგენდეს მინიმუმ 100 და მაქსიმუმ 3000 ლარს (TBC-ის კლიენტებისთვის), ხოლო 2000 ლარს სხვა ბანკის მომხმარებლებისთვის (სტანდარტულად 1500 ლარი).
განვადების პერიოდი შეადგენს 3-დან 24 თვემდე.
კლიენტის თანამონაწილეობა განისაზღვრება 0% -დან.

თიბისი ბანკის სწრაფი განვადებით სარგებლობისთვის საჭიროა:
შეარჩიოთ სასურველი ნივთი "მეგატექნიკის" მაღაზიათა ქსელში
წარადგინოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (შესაძლებელია მოთხოვნილ იქნას ასევე დამატებითი საბუთები).
შეავსოთ განაცხადი მაღაზიაში თიბისი ბანკის წარმომადგენელთან ერთად.
განვადების დამტკიცების შემთხვევაში გააფორმოთ განვადების ხელშეკრულება და წაიღოთ შენაძენი ნივთი.
განვადების დაფარვა შესაძლებელია როგორც თიბისი ბანკის ფილიალებში, ასევე ბანკში მოუსვლელად, ელექტრონული მომსახურების საშუალებით. 

განვადების წესები შეგიძლიათ იხილოთ "თი-ბი-სი" ბანკის ვებ გვერდზე


bankofgeorgia

მიიღეთ მომენტალური განვადება 10-30 წუთში მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე.
შეიძინეთ თქვენთვის სასურველი ნივთი თვეში 30 ლარიდან.
ისარგებლეთ განვადებით თანამონაწილეობის გარეშე, როცა თქვენი შემოსავალი თვეში 200 ლარია.
მომენტალური განვადებით სარგებლობა შეუძლია 20-დან 62 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეებს.
სასურველი საქონლის მინიმალური ღირებულება 200 ლარი.

სესხის ვადა: 3-12თვე.

თანამონაწილეობა 0%-დან.

მომენტალური განვადებით სარგებლობა მარტივია

- შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ნივთი;
- წარადგინეთ თქვენი პირადობის მოწმობა ბანკის გაყიდვების მენეჯერთან;
- გააფორმეთ ხელშეკრულება და მიიღეთ სასურველი ნივთი.

.
განვადების წესები შეგიძლიათ იხილოთ "საქართველოს ბანკი"-ს ვებ გვერდზე



liberty
ასევე თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ პროდუქცია BrandStore-ში "ლიბერთი ბანკი"-ს სწრაფი განვადების მეშვეობით.
განვადების წესები შეგიძლიათ იხილოთ "ლიბერთი ბანკი"-ს ვებ გვერდზე



privatbank


ტაოპრივატბანკის განვადების პირობებია:

„ტაოპრივატბანკის" ექსპრეს განვადება სასურველი ნივთის შეძენის ყველაზე მარტივი, სწრაფი და კომფორტული საშუალებაა.
ექსპრეს განვადება შესაძლებელია, როგორც ცნობით შემოსავლების შესახებ, ასევე ცნობის გარეშე;
სესხის მინიმალური თანხა შეადგენს 170 ლარს, ხოლო მაქსიმალურია - 2000 ლარი.
ექსპრეს განვადება ფორმდება მაღაზიიდან გაუსვლელად, განაცხადის გაკეთებიდან 10 წუთის განმავლობაში;
განვადების ვადა განისაზღვრება 12 თვემდე.
მსესხებლის ასაკი სტანდარტულ შემთხვევებში განისაზღვრება 22-დან 65 წლამდე;


განვადების წესები შეგიძლიათ იხილოთ "პრივატბანკი"-ს ვებ გვერდზე

 

პროდუქტის ძებნა

  • Samsung Gear S-ის მიმოხილვა
    Samsung Gear S-ის მიმოხილვა ტექნიკური მახასიათებლები ეკრანი 2 დუიმი (დუიმი 2,54 სმ), 360*480 წერტილი, OLED ელემენტი მუშაობს 2 დღემდე Li-Pol 300 ოპერაციული სისტემა Tizen OS ზომები-39.8×58.3×12.5 მმ წყლისა და…