საგარანტიო პირობები

გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ საგარანტიო პირობებს

   საგარანტიო ვადის პერიოდში კომპანია ვალდებულებას იღებს მის გაყიდულ პროდუქციაზე და უზრუნველყოფს მის შეკეთება/შეცვლას ყოველგვარი დამატებითი ანაზღაურების გარეშე. საგარანტიო მომსახურების გასაწევად მომხმარებელმა უნდა წარმოადგინოს საგარანტიო ტალონი, მითითებული საგარანტიო ვადით კონკრეტულ პროდუქტზე. მისი დაკარგვის შემთხვევაში კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას მომსახურების ჩატარებაზე.


საგარანტიო მომსახურება ხორციელდება თუ:

  1. პროდუქტის საგარანტიო ვადა არ არის ამოწურული,
  2. სრულად იკითხება სერიული ნომერი და მოწყობილობის ნომერი,
  3. თუ აღენიშნება ქარხნული წუნი ან დეფექტი.


ნივთის შეცვლა დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

   შეძენილ ნივთ გაყიდვის მომენტიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში აღმოაჩნდება ქარხნული დეფექტი - კომპანია უზრუნველყოფს მის ანალოგიურ პროდუქტში გადაცვლას. იმ შემთხვევაში თუ ნივთი არ დაექვემდებარება შეკეთებას მაქსიმუმ  30 დღის განმავლობაში დაიწერება დასკვნა, რომელიც მომხმარებელმა უნდა წარადგინოს მაღაზიაში  (სადაც მოხდა ნივთის შეძენა) რათა მიიღოს ღირებულების ანალოგიური პროდუქტი.

საგარანტიო მომსახურება არ გავრცელდება, თუ:

  1. გასულია საგარანტიო ვადა,
  2. აღენიშნება ფიზიკური ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანება,
  3. დაზიანება გამოიწვია მექანიზმში უცხო სხეულის ან სითხის შეღწევამ,
  4. დაზიანება აღენიშნება პროგრამულ უზრუნველყოფას,
  5. დაზიანება გამოწვეულია ელ. ქსელის გაუმართაობით ან ექპლუატაციის წესების დარღვევით,
  6. კომპანია პასუხისმგებლობას იხსნის არაკომპეტენტური პირების მიერ ჩატარებულ სამონტაჟო ან სარემონტო სამუშაოების შედეგად გამოწვეულ დაზიანებასა და გაუმართაობაზე.


არასაგარანტიო
მომსახურება:

   იმ შემთხვევაში თუ ნივთზე გარანტია აღარ ვრცელდება ჩამოთვლილი მიზეზების გამო, შესაძლებელია ჩაუტარდეს ფასიანი, არასაგარანტიო მომსახურება. კომპანია უზრუნველყოფს გარანტიას მის მიერ შეცვლილ დეტალზე ან შეკეთებულ პროდუქტზე, მომსახურების ვადები და ღირებულება განისაზღვრება ყოველ ცალკეულ შემთხვევაში.




პროდუქტის ძებნა

  • Samsung Gear S-ის მიმოხილვა
    Samsung Gear S-ის მიმოხილვა ტექნიკური მახასიათებლები ეკრანი 2 დუიმი (დუიმი 2,54 სმ), 360*480 წერტილი, OLED ელემენტი მუშაობს 2 დღემდე Li-Pol 300 ოპერაციული სისტემა Tizen OS ზომები-39.8×58.3×12.5 მმ წყლისა და…