Thursday, 06 November 2014 16:13

Samsung Gear S-ის მიმოხილვა

ტექნიკური მახასიათებლები

ეკრანი 2 დუიმი (დუიმი 2,54 სმ), 360*480 წერტილი, OLED

ელემენტი მუშაობს 2 დღემდე Li-Pol 300

ოპერაციული სისტემა Tizen OS

ზომები-39.8×58.3×12.5 მმ

წყლისა და მტვერისგან დაცვა IP67

2G(900/1800), 3G(900/2100), მიკრო სიმი

512მბ ოპერატიული მეხსიერება, 4გბ შიდა მეხსიერება

ბლუთუზი 4.1, Wi-Fi b/g/n, USB 2.0

ორბირთვიანი პროცესორი 1 გგჰერცი

ნავიგაციის პროგრამა HERE

კომპლექტში შედის:

საათი

სატენი მოწყობილობა, შეთავსებული აკუმულატორთან

ინსტრუქცია

ზოგადი მახასიათებლები

Gear-ის საათებს შორის Gear S მიეკუთვნება მესამე თაობის “ჭკვიან საათს”, რომელშიც სამსუნგმა ბევრი სიახლე დანერგა. მთავარი მაინც ის არის რომ ახალ მოწყობილობას დაუმატეს სიმ ბარათის სლოტი, ანუ საათს შეუძლია იფუნქციონიროს დამოუკიდებლად ტელეფონის ან პლანშეტის გარეშე. თქვენ, ტელეფონისგან დამოუკიდებლად შეძლებთ ზარების განხორციელებას, სმს-ების გაგზავნას და სხვა ფუნქციების შესრულებას. ასევე სურვილის შეთხვევაში თქვენ შეგიძლიათ დააკავშიროთ იგი როგორც ტელეფონს ასევე სმარტფონს და გამოიყენოთ იგი კომპანიონ მოწყობილობასთან ერთად.

42

წყლისა და მტვერისგან დაცვა გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას არ მოვიხსნათ საათი წყალში ყოფნის დროს, ანუ აუზში ცურვისას თავისუფლად შეგიძლიათ უპასუხოთ ზარებს. ასეთ ფუნქციას არ შეეძლო არ მოეხდინა ზეგავლენა საათის მუშაობის ხანგრძლივობაზე და ასევე მის ფასზე.

დიზაინი

მოწყობილობის ეკრანი დამზადებულია OLED ტექნოლოგიით, მისი ზომა შეადგენს 2 დუიმს, ხოლო წერტილების რაოდენობა 360×480 პიქსელი. მოღუნული ეკრანის გამო მასზე ხანდახან ვამჩნევთ ბლიკებს, თუმცა ის დიდ დისკომფორტს არ ქმნის, გამოსახულება ეკრანზე ძალიან კარგია.

 516

საათის უკანა მხარეს ჩამონტაჟებულია პულსის საზომი სენსორი და იქვეა განთავსებული სიმბარათის ჩადების ადგილი.

მართვის ელემენტებიდან გააჩნია მხოლოდ ერთი ღილაკი ეკრანის ქვემოთ. ეკრანის ქვემოთ ასევე განთავსებულია ულტრაიისფერი გამოსხივების საზომი სენსორი და განათების ინდიკატორი. მეორე თაობის Gear 2-სგან განსხვავებით Gear S-ს არ გააჩნია ფოტო/ვიდეო კამერა.

ელემენტი

საათის ელემენტის დატენვის დრო შეადგენს დაახლოებით 3 საათს რაც საკმაოდ დიდი დროა მსგავსი ტიპის მოწყობილობისთვის. მწარმოებელი გვარწმუნებს რომ საათის მუშაობის ხანგრძლივობა შეადგენს 2 დღეს, თუმცა აპარატის გამოყენების ტესტებმა აჩვენა განსხვავებული დრო. მაგალითად: ჩადგმული სიმ ბარათით, ჩართული ბლუთუზით რომელიც დაკავშირებული იყო ტელეფონთან, ჩართული ყველა შეტყობინების მიღებით და 15 წუთიანი ინტერვალით ფოსტის შემოწმებით საათმა იმუშავა დაახლოებით 36 საათი. გარანტირებულად საათი იმუშავებს ერთი დღის განმავლობაში, დანარჩენი დამოკიდებულია თქვენს მიერ დაყენებულ პარამეტრებზე. იმ შემთხვევაში თუ სიმბარათზე გათიშულია მონაცემების მიმოცვლა და საათი საჭირო ინფორმაცის მიიღებს კომპანიონ ტელეფონთან სინქრონიზაციით მაშინ მისი ელემენტი 2 დღესაც გაგიძლებთ და შეიძლება მეტსაც.

საათის მართვა და მასთან მუშაობა

როგორც კი ავამოძრავებთ ხელს საათზე დასახედად, მისი ჩამქრალი ეკრანი ავტომატურად განათდება 7 წამით, რომელზეც გამოსახული იქნება დრო, თარიღი და ამინდი ან უბრალოდ ციფერბლატი რომელსაც თქვენ წინასწარ შეარჩევთ. ეკრანის განათების ხანგრძლივობის შეცვლა შესაძლებელა პარამეტრების მენიუდან, მაგრამ ამ დროს რა თქმა უნდა შემცირდება ელემენტის მუშაობის დრო.

78


პარამეტრების მენიუდან თქვენ ასევე შეგიძლიათ შეარჩიოთ შრიფტი, მისი ზომა როგორც ტელეფონის მენიუსთვის ასევე სმს შეტყობინებებისთვის. თქვენ მაქსიმალურად შეძლებთ მოირგოთ საათი თქვენი სურვილისა და შეხედულებებისამებრ. საათის მეშვეობით თქვენ ასევე შეძლებთ მართოთ აუდიო პლეერი როგორც ტელეფონში ასევე პლანშეტზე, რა თქმა უნდა პლეერის გამოყენება შეგიძლიათ საათშივე და იქედან უსმინოთ მუსიკას.


910

საათში შეგიძლიათ დაათვალიეროთ ნებისმიერი მიღებული შეტყობინება იქნება ის მიღებული Skype-ით, Whatsapp-ით, Viber-ით თუ სხვა და რა თქმა უნდა პასუხის გაცემას შეძლებთ როგორც კარნახით ასევე ეკრანზე ტექსტის აკრეფით.

11

ნავიგაცია


საათს აქვს ნავიგაციის ფუნქცია და მისი გამოყენება შეიძლება სპეციალური ახალი პროგრამით რომელსაც ჰქვია HERE, მაგრამ იმისათვის რომ მან იმუშაოს აუცილებელია თქვენს სმარტფონზე ამ პროგრამის დაყენება რომლიც გადმოტვირთვას შეძლებთ Samsung App Store-დან სხვა შემთხვევაში ნავიგაციის პროგრამა არ იმუშავებს. რაც შეეხება მის გამოყენებას ის ძალიან ადვილი მოსახმარია. საკმარისია აკრიფოთ ან უთხრათ ტელეფონს სად გინდათ წასვლა და ის დაგიხაზავთ შესაბამის მარშრუტს ეკრანზე.

1213

სხვადასხვა

საჭიროა აღვნიშნოთ რომ საათს აქვს ვიბროზარი რომელიც ვიბრირებს ზარის ან შეტყობინების მიღების დროს, რაც ძალიან კარგი მოსახმარია ქუჩაში ყოფნისას, რადგან ზარის ხმა ტელეფონზე შეიძლება ვერ გავიგოთ ხოლო ხელზე დამაგრებულ მოწყობილობაზე ვიბრაციას ყოველთვის ვიგრძნობთ.

აღსანიშნავია რომ საათი მუშაობს მხოლოდ ერთ მიერთებულ მოწყობილობასთან, ანუ თქვენ მას ვერ მიაერთებთ ერთდროულად როგორც ტელეფონს ასევე პლანშეტს. მომხმარებლების აზრით ეს Gear S-ის დიდი მინუსია.

სიახლეს წარმოადგენს ასევე მოწყობილობაში არჩეული ყველა პარამეტრის არქივაცია, ანუ იმ შემთხვევაში თუ თქვენ რაღაც მიზეზით გაანულებთ პარამეტრებს, არქივიდან მათი აღდგენა ადვილად იქნება შესაძლებელი და თქვენ არ მოგიწევთ ყველა პარამეტრის დაყენება თავიდან.

დადებითი მხარე:

  • ძალიან მოხერხებული დიზაინი

  • 3G ქსელი

  • მტვრისა და წყლისაგან დაცვა

უარყოფითი მხარე:

  • შედარებით სუსტი ელემენტი

  • მუშაობს მხოლოდ ერთ მიერთებულ მოწყობილობასთან

  • ნელი ნავიგაციის პროგრამა

Read 6166 times Last modified on Thursday, 06 November 2014 16:40
Rate this item
(1 Vote)
Login to post comments


კალენდარი

« June 2017 »
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ბოლო პოსტები

  • Samsung Gear S-ის მიმოხილვა
    Samsung Gear S-ის მიმოხილვა ტექნიკური მახასიათებლები ეკრანი 2 დუიმი (დუიმი 2,54 სმ), 360*480 წერტილი, OLED ელემენტი მუშაობს 2 დღემდე Li-Pol 300 ოპერაციული სისტემა Tizen OS ზომები-39.8×58.3×12.5 მმ წყლისა და მტვერისგან დაცვა IP67 2G(900/1800), 3G(900/2100), მიკრო სიმი 512მბ ოპერატიული მეხსიერება, 4გბ შიდა მეხსიერება ბლუთუზი 4.1, Wi-Fi b/g/n, USB 2.0 ორბირთვიანი პროცესორი 1 გგჰერცი ნავიგაციის პროგრამა HERE კომპლექტში შედის: საათი სატენი მოწყობილობა, შეთავსებული აკუმულატორთან ინსტრუქცია ზოგადი მახასიათებლები Gear-ის საათებს შორის Gear S მიეკუთვნება მესამე თაობის “ჭკვიან საათს”, რომელშიც სამსუნგმა ბევრი სიახლე დანერგა. მთავარი მაინც ის არის რომ ახალ მოწყობილობას დაუმატეს სიმ ბარათის სლოტი, ანუ საათს შეუძლია იფუნქციონიროს დამოუკიდებლად ტელეფონის ან პლანშეტის გარეშე. თქვენ, ტელეფონისგან დამოუკიდებლად შეძლებთ…
  • ახალი ANDROID 5.0 LOLLIPOP-ის 10 მთავარი სიახლე
    ახალი ANDROID 5.0 LOLLIPOP-ის 10 მთავარი სიახლე Google-ის ოპერაციული სისტემის დიდი განახლება უკვე კარზე გვიკაკუნებს. რით განსხვავდება Android 5.0 Lollipop მისი წინამორბედი Kitkat 4.4-სგან? ძალიან ბევრი რამით, თუ გაინტერესებთ რითი გააგრძელეთ კითხვა. 1. Material Design და გაუმჯობესებული შეტყობინებები სისტემის ვიზუალური დიზაინისა და აპლიკაციების ფილოსოფია მთლიანად შეცვლილია. Lollipop-თან ერთად ახალ სახეს მიიღებენ Google-ის ყველა აპლიკაციები. Material Design-ის მთავარი პრინციპი ისაა რომ ინტერფეისის ყოველ ელემენტს აქვს საკუთარი წონა. ყველა ელემენტს აქვს შესამჩნევი ჩრდილები, არის ლამაზად ანიმირებული და უფრო შესამჩნევი. ეს შესანიშნავი ჩანაფიქრია თანამედროვე “თხელი” დიზაინისა და ძველი იდეების შერწყმისა. გარდა ამისა, ეს დიზაინი გამოყენებული იქნება Google-ის ყველა მოწყობილობებში: Chromebook-ის ნოუთბუქებში, სმარტფონებში, სმარტ-საათებსა და პლანშეტებში. სერიოზულად გადახალისებულია შეტყობინებები. ამიერიდან ისინი…
  • სუნის გადაცემა სმარტ ტელეფონებზე
    სუნის გადაცემა სმარტ ტელეფონებზე იაპონურმა კომპანია ChatPerf-მ გამოუშვა სპეციალური მოწყობილობა და პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის გამოყენებითაც მომხმარებელს სუნის გადაცემა შეუძლია ტელეფონის გამოყენებით. ამ ეტაპზე მოწყობილობა და პროგრამა ანდროიდის და IOS ოპერაციულ სისტემებზე მუშაობს.
    Read more...
  • ახალი iPad Mini სავარაუდოდ Retina-ს მიიღებს
    ახალი iPad Mini სავარაუდოდ Retina-ს მიიღებს ჩინურმა ინტერნეტ გამოცემა Weiphone-მა დღეს დილით გაავრცელა აიპედის ახალი ვერსიის ფოტოები, რომელიც ჯერჯერობით პროტოტიპის სტატუსით სარგებლობს და შესაძლოა იგი საერთოდ არ გამოვიდეს გაყიდვაში. მწარმოებელმა კომპანიამ განაცხადა, რომ ახალი IPAD სავარაუდოდ ზაფხულში გამოვა და იგი RETINA-ს მაღალი ხარისხის გაფართოების ეკრანს მიიღებს.
    Read more...
  • Samsung იწყებს 20nm 4GB LPDDR3 ოპერატიულ მახსოვრობაზე მუშაობას
    Samsung იწყებს 20nm 4GB LPDDR3 ოპერატიულ მახსოვრობაზე მუშაობას კომპანია Samsung-მა დღეს დილით განაცხადა, რომ იგი იწყებს მუშაობს ultra-high-speed 4Gb ოპერატიულ მახსოვრობის ბარათებზე, რომლებსაც იგი ტელეფონებსა და ტაბლეტებში გამოიყენებს. მათი განცხადებით ახალი ოპერატიული მახსოვრობის ბარათები დაახლოებით ისეთივე ტიპის იქნება, როგორიც გამოიყენება პერსონალურ კომპიუტერებსა და Notebook-ებზე.
    Read more...